ქურთისტანი

მოიპოვებს თუ არა დამოუკიდებლობას ქურთისტანი - რეფერენდუმი 25 სექტემბერს ჩატარდება

dw.com

ერაყის ქურთისტანის ავტონომიური რეგიონის პარლამენტმა 25 სექტემბერს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გეგმა დაამტკიცა. პარლამენტი 15 სექტემბერს ერბილში, ჩრდილოეთ ერაყის ქურთისტანის რეგიონის სამთავრობო ქალაქში შეიკრიბა. დეპუტატების უმრავლესობამ რეფერენდუმის ჩატარებას მხარი დაუჭირა. რეფერენდუმის ჩატარების და ერაყისგან გამოყოფის გეგმა 2 წლის წინ შემუშავდა, თუმცა მაშინ მისი განხორციელება შეჩერდა. ქურთისტანის დამოუკიდებლობას ერაყის ხელისუფლება, ირანი და თურქეთი ეწინააღმდეგება. მათი აზრით, რეფერენდუმის შედეგები რეგიონში კონფლიქტს გამოიწვევს და სეპარატიზმს ხელს შეუწყობს. 

25 სექტემბრის რეფერენდუმი დამოუკიდებლობის მიღწევის გზაზე ერაყელი ქურთების პირველი კონკრეტული ნაბიჯია. ისინი მუდმივად განიცდიან დევნას და შევიწროებას ყველა იმ სახელმწიფოში, რომელშიც სახლობენ (თურქეთი, ირანი, სირია, ერაყი). ქურთები ამჟამად მსოფლიოს ყველაზე დიდ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ სახელმწიფოს გარეშე - მათი რაოდენობა 30 მილიონს აღემატება. ახლო აღმოსავლეთში ქურთები რაოდენობით მხოლოდ არაბებს, ირანელებს და თურქებს ჩამოუვარდებიან.

კომენტარები