ეგ [ზაქარია ქუცნაშვილი] მყავდა ქაღალდების დამტარებლად საოლქო კომისიაში და ისიც ბოლომდე ვერ მიიყვანა. პირველი დეკლარაცია რომ შეავსო ამან, პირველი რაც კი ჩაწერა, ცოლის მზითევი იყო - "ჟილაია" და "სპალნა", თან დიდი თანხები მიუწერა, რომ ძალიან ძვირი იყო. მეტი არაფერი არ ჰქონდა ჩასაწერი, ოროთახიანი "ხრუშჩოვკიდან" მივიყვანე პარლამენტში, ახლა გადახედეთ მაგის დეკლარაციას, ტომებია უკვე
tbl.ge/2l4j
დაკოპირდა

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი თამაზ მეჭიაური რუსთავი 2-ის ეთერში საუბრობს მოქმედ დეპუტატზე ზაქარია ქუცნაშვილზე. ქუცნაშვილმა იმავე ეთერში ყოფილ თანაგუნდელს "ლოთი და კორუმპირებული" უწოდა, ასევე მრავალპარტიაგამოვლილი და აღიარა, რომ პარტიაში ნეპოტიზმის გამო შეიყვანა. მეჭიაური თიანეთის მერობისთვის იყრიდა კენჭს და მცირე სხვაობით დამარცხდა ქართული ოცნების კანდიდატთან, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ ქუცნაშვილმა არჩევნები გაუყალბა
ამავე თემაზე
- ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
- ოცნება ახალ უმაღლეს სასწავლებელს, დიპლომატიის აკადემიას ქმნის
- ივანიშვილის ხედვამ განსაზღვრა გზა, რომელმაც ქვეყანა გარდამტეხ ეტაპამდე მიიყვანა - კობახიძე
- ზარქუა ალიანსზე: ერთი სტრატეგია აღმაშენებელია ახალი სახე, მეორე მე - ჩინეთის იმპერატორი
- მაჭავარიანი: 2012 წლიდან საქართველოში პოლიტპატიმარი არ არის




