ქართული ოცნება

ქუცნაშვილი მეჭიაურზე: რატომ ავიყვანეთ პარტიაში? ნათესაური კავშირი მავალდებულებდა

2011 წელს, როცა ბატონი ბიძინა [ივანიშვილი] გამოჩნდა ასპარეზზე, თამაზ მეჭიაური იყო ჭაბუა ამირეჯიბის შვილის პარტიაში. ეს იყო მე-6 პარტია, რომლის წევრიც ბრძანდებოდა, ათეულობით მოწმე არსებობს, რომელიც დაადასტურებს, თუ რამდენჯერ მთხოვა მან, რომ ის მიმეყვანა ქართულ ოცნებაში. ცნობილი გვარებიდან მე შემიძლია დაგისახელოთ გელა ხვედელიძე და მამუკა არეშიძე ვისაც ვთხოვე, რომ ეს კაცი, მიუხედავად მისი 6-პარტია გამონაცვალი წარსულისა, თავისი ასეთი მერყევი იმიჯისა, რომლის არასტაბილური იმიჯის მატარებელი კაცია და კომპეტენციაზე უკვე მოგვიანებით ვისაუბრებ, მიგვეღო და ჩაგვერთო საქმიანობაში. რატომ? თამაზ მეჭიაურის მამა და დედაჩემის დედა იყვნენ ალალი და-ძმანი. და ეს ნათესაური კავშირი, მე როგორც მთიელს, მავალდებულებს, რომ ყველა მთიელზე ვიზრუნო

ქართული ოცნების დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი საუბრობს ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატზე თამაზ მეჭიაურზე. მეჭიაური 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თიანეთის მერობის კანდიდატად იყრიდა კენჭს, თუმცა მან სულ ცოტა სხვაობით წააგო, რის შემდეგაც მმართველი გუნდი და კერძოდ ქუცნაშვილი არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. რუსთავი 2-ის ეთერი, გადაცემა "არჩევანი"

კომენტარები