არჩევნები 201

მარშანია: აუცილებლად ვაპირებთ II ტურში ბრძოლას გამარჯვებამდე

ტაბულა

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის ადა მარშანიას თქმით, პარტია აუცილებლად მიიღებს მეორე ტურში მონაწილეობას. ცესკოს მონაცემებით, ბორჯომში ერთმანეთს სწორედ პატრიოტთა ალიანსის და ქართული ოცნების მერობის კანდიდატები დაუპირისპირდებიან. 

"ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ მეორე ტურში ბრძოლას და ბრძოლას გამარჯვებამდე. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის ერთი ფრთის განცხადებას, მივესალმები და მოხარული ვარ, რომ ასეთი განცხადება გააკეთეს. იმიტომ, რომ რაც ნაკლებად მიიღებს ან საერთოდ არ მიიღებს ნაციონალური მოძრაობის რომელიმე ფრთა, მით უკეთესი, მით უფრო სამართლიანი და ნორმალური არჩევნები ჩატარდება საქართველოში" - უთხრა მარშანიამ ტელეკომპანია იმედს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მეორე ტური გაიმართება ქუთაისში (ქართული ოცნების და ენმ-ის კანდიდატები), მარტვილში (ქართული ოცნების და ენმ-ის კანდიდატები), ხაშურში (ქართული ოცნების და დამოუკიდებელი კანდიდატები), ოზურგეთში (ქართული ოცნების და დამოუკიდებელი კანდიდატები), ყაზბეგში (ქართული ოცნების და დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატები) და ბორჯომში (ქართული ოცნების და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატები).

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარი თქვა, თუმცა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისსა და მარტვილში არჩევნების მეორე ტურები მაინც ჩატარდება.

კომენტარები