არჩევნები 201

ხოშტარია: ჩვენი ძალაა იმაში, რომ გავიაზრეთ - რა გავაკეთეთ არასწორად

ჩვენი ძალა არის შეცდომების გააზრებაში. ჯერ ერთი, ჩვენი ძალაა, რომ ჩვენ ეს ერთხელ უკვე გაგვიკეთებია და ვარდების რევოლუციის მერე შევქმენით სახელმწიფო. მეორე, ჩვენი ძალაა იმაში, რომ ჩვენ გავიაზრეთ - რა ვერ მოვასწარით, რა გავაკეთეთ არასწორად. და მესამე ის, რომ ჩვენს დღევანდელ პროგრამაში აქცენტი არის სწორედ ამ საკითხებზე, რაც მაშინ ვერ მოვახერხეთ. ერთ-ერთი პირველი იქნება ეკონომიკური ამნისტია, ასევე, გადასახადების დაწევა, სასამართლო სისტემის ფუნდამენტური და რადიკალური ცვლილება. რაც მთავარია, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გზავნილი რაც არის, უნდა დამთავრდეს შურისძიების ციკლით სიარული ამ ქვეყანაში. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლა უნდა იყოს არა იმაზე ორიენტირებული, რომ დღეს ვინც რაღაცას აშავებს, იმათ დავუწყოთ ბრძოლა, არამედ, ორიენტირებული უნდა იყოს წინსვლაზე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები