შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ნარკორეალიზატორი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 6 ნატეხი და 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ 1978 წელს დაბადებული მ.ა. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით).





