არჩევნები 2017

ენმ-ის უარის მიუხედავად, ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტური მაინც ჩატარდება

ტაბულა

მიუხედავად იმისა, რომ ენმ არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, ის მაინც ჩატარდება. განცხადება ცესკოს პრესსპიკერმა გააკეთა. ანა მიქელაძე განმარტავს, რომ მისი მონაცემები ბიულეტენში მაინც იქნება ასახული. 

"კანონმდებლობის თანახმად, მეორე ტურში მონაწილეობას იღებს ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კანდიდატი უარს განაცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე, შესაბამისად, მისი მონაცემები მაინც იქნება ბიულეტენში მოცემული". 

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნების მეორე ტურებში მონაწილეობაზე უარის თქმის გადაწყევტილება გუშინ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო. პარტიაში განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება მასობრივი გაყალბების, შანტაჟის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების უპრეცედენტო ფონზე მიიღეს და რომ ამის "გაპრავებას" არ აპირებენ. 

თანაგუნდელებს არ ეთანხმება სალომე სამადაშვილი, რომელიც თვლის, რომ ენმ-ის პოლიტსაბჭო შეცდა, რომ თუნდაც უსამართლო პირობებში, ბრძოლა დათმო. 

ენმ-ის მერობის კანდიდატები მეორე ტურში ქუთაისსა და მარტვილში გადავიდნენ. 

კომენტარები