არჩევნები 2017

ბორჯომის ოლქებში, ოპოზიციიდან მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის კანდიდატებმა გაიმარჯვეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბორჯომის მაჟორიტარულ ოლქებში, ოპოზიციიდან მხოლოდ პატრიოტთა ალიანსის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. პარტიას ბორჯომის საკრებულოში 6 მაჟორიტარი ეყოლება, "ქართულ ოცნებას" კი, 7. მუნიციპალიტეტში სულ 13 მაჟორიტარული ოლქია.

  • N1 ოლქი, პატრიოტთა ალიანსი, ფირან გოგიჩაშვილი - 43.75%.
  • N01.02 ოლქი, პატრიოტთა ალიანსი, გიორგი გოგიჩაიშვილი - 39.01%. 
  • N2 ოლქი, პატრიოტთა ალიანსი, გოჩა ჩადუნელი - 50.95%
  • N3 ოლქი, პატრიოტთა ალიანსი, თედორე მელიქიძე - 39.4%.
  • N10 ოლქი, პატრიოტთა ალიანსი, ვიოლეტა ბალახაშვილი - 51.26%.
  • N11 ოლქი, პატრიოტთა ალიანსი, მამუკა ლურსმანაშვილი - 50.19%

აღსანიშნავია, რომ პატრიოტთა ალიანსმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 15 მაჟორიტარი დეპუტატი გაიყვანა. აქედან, ყველაზე მეტი (6) ბორჯომში, 2 - 2 მარტვილსა და მესტიაში, 1-1 - ხობში, ჩოხატაურში, დედოფლისწყაროში, ყაზბეგსა და დუშეთში.

კომენტარები