არჩევნები 2017

სავარაუდოდ, ვინ იქნებიან მერიაში კახა კალაძის მოადგილეები

mediamall.ge

ირაკლი ხმალაძე

"მანამდეც კახის მოადგილე ვიყავი, ლოგიკურია, რომ აქაც მისი ერთ-ერთი მოადგილე ვიყო,"- "საქმის კურსთან" საუბარში ამბობს ენერგეტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი ხმალაძე.

წინასაარჩევნო პერიოდში ხმალაძემ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა და კალაძის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. ოცნების პროგრამის ურბანულ-ეკონომიკური ნაწილის ერთ-ერთი ავტორია.

"გუნდი ძლიერი ჰყავს, კომპეტენტური ადამიანები არიან და ყველა მზად არის, ის გააკეთოს, რაც გუნდს და ქალაქს დასჭირდება. მე წინასაარჩევნო პერიოდში სატრანსპორტო ნაწილის პრეზენტაციაც გავაკეთე, ასევე ურბანულის, შემდეგ - ეკონომიკური პოლიტიკის. პროფესიით კი იურისტი ვარ", - ამბობს ხმალაძე.

მაია ბითაძე


ფოტო: GDS

ოცნების პროგრამის ეკოლოგიური ნაწილის ერთ-ერთი თანაავტორი გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მაია ბითაძეა. ბითაძე აღნიშნულ პოსტზე 2014 წლიდან მუშაობდა.

"მერიის სასმსახურები ბატონი კახის ხელმძღვანელობით დაიწყებს მუშაობდას და ფუნქციონირებას. მთავარია, რომ ეფექტიანად განხორციელდეს იმ პროექტების განხორციელება, რომელიც კახა კალაძის პროგრამითაა განსაზღვრული. ამისთვის კი ბუნებრივია მთავარი საყრდენი იქნება ის კომპეტენტური კადრები, რომლებიც მერიაში მუშაობენ, თუმცა ჩვენ ძალიან ღია ვიქნებით ახალი კადრების მოზიდვისკენაც,"- იმედთან საუბარში ამბობს ბითაძე.

დღეს დავით ნარმანიას მოადგილეები არიან: 

  1. ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე
  2. მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი
  3. მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე
  4. მერის მოადგილე ნინო ხატისკაცი
  5. მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი

"ბუნებრივია, რომ კახას ჰყავს თავისი გუნდი იმ ამოცანების გადასაჭრელად, რაც მას აქვს და ბუნებრივია, ის თავის გუნდთან ერთად განახორციელებს ამ პროექტებს", - ამბობს მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე. ლექვინაძისთვის უცნობია, თუ რა სახის საკადრო ცვლილებებია დაგეგმილი მერიაში.

კომენტარები