არჩევნები 2017

ორ მაჟორიტარულ ოლქში "ოცნების" კანდიდატებმა ოპონენტებს 1 ხმით მოუგეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ორ მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნების კანდიდატებმა ოპონენტებს ერთი ხმით მოუგეს. 

აბაშაში, N3 ოლქში, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა ავთანდილ გუნიამ 345 ხმა მიიღო, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა გენო მიმინოშვილმა - 344. 

ასევე, კასპის N14 ოლქში, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატმა ვლადიმერ უზნაძემ 160 ხმა მოაგროვა, ხოლო "დიმიტრი ლორთქიფანიძე - კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობის" კანდიდატმა მალხაზ ჯაბანაშვილმა - 159. 

აქვე შეგახსენებთ, რომ მესტიის N2 ოლქშიც სწორედ ერთი ხმით სხვაობის გამო ხდება საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი დამოუკიდებელი კანდიდატი ლერი კვიციანი. მას ხმა 213-მა ამომრჩეველმა მისცა, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს თინათინ კუზანაშვილს - 212-მა.

კომენტარები