არჩვენები 2017

პრეზიდენტი არჩევნებზე: ხარვეზების აღმოფხვრა მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, არჩევნების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და გათვალისწინება ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხმიანება. 

“საქართველოში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები შედგა,  საერთო ჯამში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო ბევრი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვულოცავ თვითმმართველ ქალაქებში არჩეულ მერებს, გამარჯვებულ პარტიებსა და მაჟორიტარ კანდიდატებს. ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას, არჩევნებში მიღებული ხალხის მხარდაჭერა კი, ამ ხალხის პრობლემების მოგვარებაში უნდა  გამოიხატოს. მინდა, მადლობა ვუთხრა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს თვითმმართველობის არჩევნების მიმართ გამოჩენილი მაღალი ინტერესისა და კვალიფიციური მონიტორინგისათვის. იმედს გამოვთქვამ, რომ არჩევნების მეორე ტურიც მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იქნება", - წერია პრეზიდენტის განცხადებაში.

ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნები საქართველოში შაბათს, 21 ოქტომბერს ჩატარდა. 

კომენტარები