მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში

მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები უკრაინის რადასთან იკრიბებიან

irishtimes.com

კიევში, უკრაინის პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანია უკვე შეკრებილი. კონსტიტუციის მოედანზე მიტინგი საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და ამჟამად, უკრაინაში პარტია „ახალი ძალების“ ლიდერმა მიხეილ სააკშვილმა დააანონსა.

როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იუწყება, მოედანზე შეკრებილი ხალხი დეპუტატთათვის ხელშეუხებლობის კანონის გაუქმებას, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნასა და ამომრჩეველთა კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვს.

გამოცემის ცნობით, დაგეგმილ აქციაში უკრაინელი პოლიტიკოსები იური დერევიანკო, იგორ საბოლიევი და სემენ სემჩენკოც მიიღებენ მონაწილეობას. აქციას შეურთდებიან კარვებში მცხოვრები მომიტინგეებიც.

კომენტარები