არჩევნები 2017

ამომრჩეველთა აქტივობამ 45.64% შეადგინა, რაც 2014 წელთან შედარებით, 2.33%-ით მეტია

ცესკო

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა 1 570 500-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 45.64 %-ია. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 43.31% იყო.

რაც შეეხება თბილისს, აქტივობამ - 43.4% შეადგინა, რაც წინა თვითმმართველობის არჩევნებთან შედარებით, 6.1%-ით მეტია. 2014 წელს, თბილისელი ამომრჩევლის 37.3%-მა მისცა ხმა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. დაწყებულია ხმის დათვლის პროცედურები.

კომენტარები