"გამოვლენილი ინციდენტები მთელ რიგ შემთხვევებში ცდება პროცედურული ხასიათის ხარვეზებს და წარმოადგენს საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვან დარღვევებს, რომელთაც შესაბამის საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესზე არსებითი ხასიათის ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლია" - ნათქვამია სამართლიანი არჩევნების ბოლო განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ყველაზე პრობლემურად კვლავ მარნეულის #22 ოლქი რჩება.
"იქ, ცალკეულ უბნებზე, მთელი დღის განმავლობაში ფიქსირდება ისეთი სახის დარღვევები, რომლებიც გავლენას ახდენდა არჩევნების შედეგებზე. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, მარნეულის #50-ე, 18-ე, 31-ე, 83-ე უბნებზე ფიქსირდება ისეთი არსებითი ხასიათის პროცედურული დარღვევები, როგორიცაა, არასათანადო დოკუმენტებით ხმის მიცემის, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის, მარკირების გარეშე ხმის მიცემის შემთხვევები და აგიტაცია საარჩევნო უბანზე" - აცხადებს Isfed-ი.
ამ დროისთვის, სამართლიანმა არჩევნებმა 60 საჩივარი წარადგინა საუბნო კომისიებში, 66 საჩივარია - საოლქო კომისიებში, ხოლო 47 შენიშვნა ჩანაწერთა წიგნშია დაფიქსირებული.