არჩევნები 2017

ბეჟაშვილი: ამომრჩეველმა ხმის მიცემა მეორედ სცადა, ამის უფლება არ მივეცით

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მყოფმა ამომრჩეველმა, რომელმაც დღისით ერთხელ უკვე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ხმის მიცემა საღამოსაც სცადა.

ბეჟაშვილის თქმით, გლდანის მეათე ოლქში, 23-ე უბანზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, რომელმაც დილით სახლში მიტანილი ყუთის მეშვეობით მისცა ხმა, ქართული ოცნების დახმარებით გამეორებით სცადა არჩევნებში მონაწილეობა.

„ჩვენმა დამკვირვებლებმა მას არ მისცეს შესაძლებლობა, რომ მეორედ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა.“- აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.

კომენტარები