არჩევნები 2017

ცესკო: მარნეულში ნამდვილად არის სპეცრაზმი, თუმცა არა საარჩევნო უბანზე

ანა მიქელაძე
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის ინფორმაციით, მარნეულში სპეცრაზმი ნამდვილად არის, თუმცა არა საარჩევნო უბანზე. ანა მიქელაძის თქმით, უწყებისთვის უცნობია სპეცრაზმის მარნეულში ყოფნის მიზეზი.

"რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, მარნეულში ნამდვილად არის სპეცრაზმი, თუმცა ეს სპეცრაზმი არ არის საარჩევნო უბანზე. საარჩევნო უბანზე პროცესი მიმდინარეობს მშვიდად. იქედან გამომდინარე, რომ საარჩევნო უბნის გარეთ არ არის საარჩევნო ადმინისტრაციის პრეროგატივა, დამატებით კომენტარს რატომ არის სპეცრაზმი იქ, ვერ გავაკეთებთ", - აცხადებს ცესკოს სპიკერი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, არჩევნების დღეს, საპოლიციო ძალები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მთელი საქართველოს მასშტაბით არიან განლაგებული.

კომენტარები