არჩევნები 2017

​ადამიანის უფლებათა ცენტრი: სოფელ ქეშალოში კაბინაში ამომრჩეველ ქალს ქმარი შეჰყვა

ტაბულა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის, 41-ე საარჩევნო უბანზე, სოფელი ქეშალოში, საარჩევნო უბანზე ამომრჩეველ ქალბატონს შეჰყვა მამაკაცი, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ამომრჩევლის ქმარი იყო. საარჩევნო კომისიის წევრებმა მამაკაცს არც პირადობის მოწმობა მოსთხოვეს და არც გაარკვიეს, რეალურად ვინ იყო. კაცი ამომრჩეველ ქალს შეჰყვა საარჩევნო კაბინაში და სავარაუდოდ თვითონვე შემოხაზა ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის ნომერი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი აცხადებს, რომ ნაკადის მომწესრიგებელმა უბანზე ასევე შეუშვა ამომრჩეველი, რომელსაც ხმა უკვე მიცემული ჰქონდა.

ასევე, ნაკადის მომწესრიგებელი ბევრ ამომრჩეველს ერთდროულად უშვებდა უბანზე ისე, რომ მარკირებას არ ამოწმებდა. 

კომისიის წევრები დარღვევებზე არ რეაგირებდნენ.

ჩამოთვლილ დარღვევებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა დაარეგისტრირა საჩივარი, მაგრამ ასახულ დარღვევებზე კომისიის არც ერთი წევრი არ დაემოწმა.

კომენტარები