ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 1 026 430-მა ადამიანმა მიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა 29.84%-ია. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 15:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 28.94 % იყო.
როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ამ ეტაპზე, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში - 46.2% , ხოლო ყველაზე დაბალი - 25.4% შიდა ქართლში.
რაც შეეხება თბილისს, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა - 27.7%-ია, რაც 2014 წლის არჩევნებთან შედარებით, 3.9%-ით მეტია. წინა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, 15:00-ის მდგომარეობით, ხმა 23.8%-მა ადამიანმა მისცა.