არჩევნები 2017

PMMG: დაფიქსირდა მარკირების და კენჭისყრის პროცედურების დარღვევა

საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო" 07:00-დან 08:00-მდე უბნების გახსნისა და მოწყობის და ხმის მიცემის პროცესის მიმდინარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"მრავალეროვანი საქართველოს" სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 487 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის
საუბნო, მობილიური ჯგუფის, საოლქო საარჩევნო კომისიისა და ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დამკვირვებელი.
სამონიტორინგო პროგრამა სრულად ფარავს რუსთავის # 20, მარნეულის # 22, გორის # 32,
ახალციხის # 37 და ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქებს.

განცხადები მიხედვით ყველა დამკვირვებელი დაუბრკოლებლივ შეუშვეს საარჩევნო უბანზე, ყველა დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა თავისუფლად დაკვირვებოდა უბნის გახსნისა და
მოწყობის პროცედურებს, თითქმის ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის, გარდა ერთი საარჩევნო უბნისა და არ დაფიქსირებულა ძირითადი სახის დარღვევები უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში.

"ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლოა დავასკვნათ, რომ ზოგადად უბნის
გახსნისა და მოწყობის პროცესი წარიმართა მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით" ნათქვამია განცხადებაში.

რუსთავის # 20 საარჩევნო ოლქის # 33 საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე ითავსებდნენ რეგისტრატორის ფუნქციას. კერძოდ, კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე საარჩევნო ბიულეტინებს ადასტურებდნენ რეგისტრატორის ბეჭდით.
რუსთავის # 20 საარჩევნო ოლქის # 31 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის
მარკირების წესის დარღვევა, კერძოდ საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა არ მოახდინა ამომრჩევლის მარკირება.
რუსთავის # 20 საარჩევნო ოლქის # 31 საარჩევნო უბანზე სადემონსტრაციო ოქმი ივსებოდა ფანქრით.
მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 65 საარჩევნო უბანი არ იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის.
მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 46 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველს უკანონოდ შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება, იმის გამო, რომ მას (აღნიშნული ამომრჩეველი არ საჭიროებდა
დახმარებას) საარჩევნო კაბინაში შეყვა სხვა ამომრჩველი.
მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 38 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა სიტყვიერ და
ფიზიკურ დაპირისპირებას ნაკადის მარეგულირებელსა და რეგისტრატორს შორის.
მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 52 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის
მარკირების წესის დარღვევა. კერძოდ, სამ ამომრჩეველს არ გაუკეთდა მარკირება.
მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 50 საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე მისცა ხმა, რაც თავის მხრივ კომისიის
თავმჯდომარის მხრიდან გაცემული ნებართვით ახსნა.
ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 66 საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის
რეგისტრატორები წინასწარ აწერდნენ ხელს საარჩევნო ბიულეტინზე და ამოწმებდნენ ბეჭდით.
ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 34 საარჩევნო უბანზე ყუთის მეთვალყურე
რამოდენიმეჯერ დაეხმარა ამომრჩევლებს ბიულეტინის სპეციალურ კონვერტში მოთავსებაში.
ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 40 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის ყოფნა.
ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 1 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ინციდენტი, რის
შესაბამისადაც ამომრჩეველმა ხმა მისცა მარკირების შემოწმების გარეშე. მიუხედავად
დამკვირვებლის სიტყვიერი პროტესტისა დარღვევა არ იქნა აღმოფხვრილი.
ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 66 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლის
მარკირების წესის დარღვევა, კერძოდ საუბნო საარჩევნო კომისიის რეგისტრატორმა არ მოახდინა ამომრჩევლის მარკირება.
ახალქალაქის # 40 საარჩევნო ოლქის # 4 საარჩევნო უბანზე ერთიდაიმავე საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენელი ერთდროულად იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე.

"მრავალეროვანი საქართველოს" დამკვირვებლების სიტყვიერი მიმართვის საფუძველზე ინციდენტთა უმრავლესობა აღმოიფხვრა.

დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში, ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

ცესკოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, 3634 უბანი 08:00-ზე გაიხსნა. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში 10 სპეცუბანი იქნება.

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, დარეგისტრირებულია 3 440 123 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი.

ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მერი, ასევე საკრებულოები 4 წლის ვადით აირჩევა. მერის პოსტის დასაკავებლად, კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ ხმების საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, არჩვნების მეორე ტური ჩაინიშნება.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 71 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება.

კომენტარები