არჩევნები 2017

ცესკო ელისაშვილის საჩივარზე: საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაცია არ იკრძალება

ანა მიქელაძე
ცესკო

"აგიტაცია იკრძალება მხოლოდ საარჩევნო უბანზე, საარჩევნო უბნის გარეთ აგიტაცია არის დასაშვები. კანონის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიას, საარჩევნო სუბიექტს შეუძლია საკუთარი ამომრჩევლების, მხარდამჭერების ორგანიზება,"- ალეკო ელისაშვილის წარმომადგენლების მიერ დაწერილ საჩივარზე ამბობს ცესკოს სპიკერი ანა მიქელაძე.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ალეკო ელისაშვილის წარმომადგენელმა ივანე ნორაკიძემ ხმის მიცემისას გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ნორაკიძის თქმით, ვაკის 51-ე, დიდუბის 34-ე, 35-ე და 36-ე, ასევე გლდანის 91-ე უბანზე დამკვირვებლებმა დააფიქსირეს დარღვევის შემთხვევები:

"ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან, 10-მდე უბანთან დაფიქსირდა ამომრჩევლების უბნებზე იძულებით მიყვანის ფაქტი. კერძოდ, ოცნების კოორდინატორები უბნებთან დგანან სიებით ხელში და ინიშნავენ ყველა იმ ადამიანის მისვლას, რომლებიც მათ სიაში წინასწარ ჰყავთ შეყვანილი. მათ აიძულებენ, ხმა მისცენ მათთვის სასურველ კანდიდატს. ვითხოვთ მომხდართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ რეაგირებას,"- ამბობს ნორაკიძე.

კომენტარები