არჩევნები 2017

რეგიონები, სადაც ამომრჩეველთა აქტივობა ყველაზე მაღალია

flickr.com

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 10:00-ის მდგომარეობით ქვეყანაში ამომრჩეველთა აქტივობა 6.74-ია, ანუ საკუთარი არჩევანი 231 736-მა ამომრჩეველმა უკვე დააფიქსირა.

ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი - 11.2%-იანი აქტივობა რაჭა ლეჩხუმშია, სადაც უკვე 3 903-მა ამომრჩეველმა მისცა ხმა. ყველაზე დაბალი აქტივობა კი შიდა ქართლშია, სადაც ხმა 13 686-მა ადამიანმა მისცა, რაც 5.8%-ია.

რეგიონები, სადაც აქტივობა ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე 6.74%-ზე მაღალია:

  1. რაჭა ლეჩხუმი - 11.2%, 3 903 ამომრჩეველი
  2. გურია - 9%, 9 883 ამომრჩეველი
  3. სამცხე-ჯავახეთი - 7.8%, 11 325 ამომრჩეველი
  4. სამეგრელო ზემო სვანეთი - 7.2%, 24 584 ამომრჩეველი
  5. მცხეთა-მთიანეთი - 7.1%, 6 108 ამომრჩეველი
  6. იმერეთი - 7%, 37 580 ამომრჩეველი
  7. კახეთი - 6.9%, 20 977 ამომრჩეველი

რეგიონები, სადაც 6.74%-ზე დაბალი აქტივობაა:

  1. აჭარა - 6.5%, 20 083 ამომრჩეველი
  2. თბილისი - 6.3%, 59 424 ამომრჩეველი
  3. ქვემო ქართლი - 6.2%, 24 183 ამომრჩეველი
  4. შიდა ქართლი - 5.8%, 13 686 ამომრჩეველი

დღეს, 21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. გარდა ამისა, თბილისსა და რეგიონებში, ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

ცესკოს ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 73 საარჩევნო ოლქში, 3634 უბანი 08:00-ზე გაიხსნა. გარდა ამისა, პენიტენციურ დაწესებულებებში 10 სპეცუბანი იქნება.

2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში, დარეგისტრირებულია 3 440 123 ამომრჩეველი. არჩევნებში მონაწილეობს 22 პოლიტიკური პარტია, 5 საარჩევნო ბლოკი და 1 საინიციატივო ჯგუფი.

ქალაქის ან მუნიციპალიტეტის მერი, ასევე საკრებულოები 4 წლის ვადით აირჩევა. მერის პოსტის დასაკავებლად, კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი უნდა გადალახოს. თუ ხმების საჭირო რაოდენობას ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს, არჩვნების მეორე ტური ჩაინიშნება.

კომენტარები