არჩევნები 2017

უდუმაშვილი: დღეს არჩევანს ვაკეთებთ კორუფციასა და წესიერებას შორის

ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა ხმა მისცა.

"მე მივეცი ხმა წარმატებულ თბილისს, მე მივეცი ხმა ჩვენი შვილების მომავალს და მე მივეცი ხმა ადამიანებზე და თბილისელებზე ორიენტირებულ ქალაქს." "დღეს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. დღეს ყველა ერთად ვაკეთებთ არჩევანს კორუფციასა და წესიერებას შორის, დღეს ყველა ვაკეთებთ არჩევანს კლანურ მმართველობასა და ხალხის მმართველობას შორის." - თქვა მან

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. თბილისსა და რეგიონებში ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 საარჩევნო ოლქში უბნები 08:00-ზე გაიხსნა.

კომენტარები