არჩევნები 2017

კვირიკაშვილი: მე ხმა მივეცი თბილისს სადაც ძალიან ბევრი სიცოცხლე ჩქეფს

Giorgi kivirkasvhili

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ხმა თბილისის მე-4 ოლქის 24-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

"მე ხმა მივეცი თბილისს რომელშიც ყველას ეხალისება ცხოვრება, სადაც ურბანული ტრანსპორტი მოწესრიგებულია, სადაც მწვანე ზონებია იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა თავისუფლად ისუნთქონ, სადაც განათლების სისტემა მოწესრიგებულია და სადაც არის ძალიან მაღალი ეკონომიკური დინამიკა, სადაც მეწარმეებს უხარიათ ბიზნესის წამოწყება და სადაც ძალიან ბევრი სიცოცხლე ჩქეფს. მე მივეცი კიდევ უფრო უკეთეს თბილისს და დარწმუნებული ვარ რომ თბილისი ნამდვილად ესეთი იქნება." - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს აირჩევენ. თბილისსა და რეგიონებში ქვეყანას 64 არჩეული მერი ეყოლება.

მთელი ქვეყნის მასშტაბით 73 საარჩევნო ოლქში უბნები 08:00-ზე გაიხსნა.

კომენტარები