არჩევნები 2017

ზეწოლის გახშირებულ ფაქტები ადგილობრივი არჩევნების წინ - ISFED-ის ანგარიში

ზეწოლის გახშირებული ფაქტები ადგილობრივი არჩევნების წინ - "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" შუალედურ ანგარიშში, რომელიც არჩევნებამდე 2 დღით ადრე გამოქვეყნდა, კანონმდებლობის დარღვევის ისეთ ფაქტებზე საუბრობს, რომლებიც საარჩევნო სუბიექტებისთვის თანასწორ და თავისუფალ გარემოს საფრთხეს უქმნის. 

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ 2017 წლის 26 სექტემბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით გამოვლინდა: 

ზეწოლა/მუქარის - 23;

სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების - 1;
ძალადობის - 2;

წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის - 3;

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 6;

შენობა-ნაგებობების არამართლზომიერი გამოყენების - 1;

აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის - 6;

სააგიტაციო მასალების დაზიანების 11 შემთხვევა. 


"კამპანიის ინტენსივობის ზრდასთან ერთად, დრამატულად მოიმატა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებისა და აქტივისტების მიმართ სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა-მუქარისა და დაშინების შემთხვევებმა. 6 ოლქში, სავარაუდოდ, განხორციელებული ზეწოლის შედეგად, საარჩევნო სუბიექტად რეგისტრირებულმა პირებმა კანდიდატურა მოიხსნეს, ხოლო 2 შემთხვევაში კანდიდატები საუბრობენ მართ მიმართ კანდიდატურის მოხსნის მიზნით განხორციელებულ მუქარაზე", - ნათქვამია ანგარიშში. 

კომენტარები