არჩევნები 2017

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციური პარტიები შემოსავლებს და ხარჯებს მალავენ

სამწუხარო რეალობაა ის, რომ ოპოზიციური პარტიები და ასევე კანდიდატები, დამოუკიდებელი კანდიდატები არ ახდენენ საკუთარი შემოსავლების და ხარჯების დეკლარირებას და სწორედ ეს არის ამ დიდი სხვაობის მიზეზი. ქართული ოცნება ახდენს თავისი შემოსავლების და ხარჯების დეკლარირებას, ეს არის ასახული შესაბამის დეკლარაციებში, რომელიც წარედგინება აუდიტის სამსახურს, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომელიც მალავს სამწუხაროდ თავის შემოსავლებს და ხარჯებს. ეს არის სამწუხარო რეალობა. 

განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში, პოლიტიკური პარტიების შემოწირულობებზე საუბრისას. აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის ივლისიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით ყველა პარტიამ ჯამში 12 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, მათგან 11 მილიონ ლარზე მეტი კი ქართულმა ოცნებამ. 

კომენტარები