მალტელი ჟურნალისტი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს

Reuters

ჟურნალისტი, რომელიც პანამის დოკუმენტებს იძიებდა და მალტის მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებდა ორშაბათს საკუთარ სახლთან მანქანის აფეთქებას ემსხვერპლა.

დაფნე გალიზიას მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი მასალები მალტის პრემიერ მინისტრის, ჯოზეფ მუსკატის და მისი უახლოესი გარემოცვის ოფშორულ კომპანიებთან კავშირებს, მალტის პასპორტების გაყიდვას და აზერბაიჯანის მთავრობისაგან ფულის მიღებას ეხებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით მალტელმა ჟურნალისტმა 15 დღის წინ პოლიციას განუცხადა, რომ მოკვლის მუქარებს იღებდა.

ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ ააფეთქა ჟურნალისტის მანქანა.

კომენტარები