არჩევნები 2017

კალაძე: დებატები შედგა, ახლა მე გთავაზობთ ფეხბურთის თამაშს

ალეკომ გამომიწვია დებატებში, დებატები შედგა, ახლა მე გთავაზობთ ფეხბურთის თამაშს, წავიდეთ, ვითამაშოთ, გიორგის წავიყვან, კარში დავიყენებ.

ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე რუსთავი 2-ის გადაცემა "არჩევანში", მერობის კანდიდატების დებატების დასრულების შემდეგ. კალაძეს ალეკო ელისაშვილმა უპასუხა, რომ მან პირისპირ დებატებში გამოიწვია, რაზეც კალაძემ უთხრა, რომ პირისპირ დებატები სხვა კანდიდატების შეურაცხყოფა იქნებოდა.

კომენტარები