ვითარება საავტომობილო გზებზე

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზაზე შეზღუდვებია

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

"ძლიერი თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ71-კმ106 (ნადიბანი-კობი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია. კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

ამავე გზის კმ1-კმ70 და კმ107-კმ139 მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის საავტომობილო მიმოსვლა უმოკლეს პერიოდში აღდგეს.

კომენტარები