კრიმინალი

საქართველოს ბანკის ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-ტარებისთვის ბრალდებული ერთი პირი დამნაშავედ ცნო. სასამართლომ ბრალდებულს 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 3 იანვარს, დაახლოებით 17:25 საათზე, ი.ბ. ქ.თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე სს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა ბანკის თანამშრომლებს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით დაეუფლა სს „საქართველოს ბანკის“ კუთვნილ თანხას 25 424, 97 ლარის ოდენობით." - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ი.ბ. 2017 წლის 18 იანვარს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალი ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა - ტარებისთვის ქონდა წარდგენილი.

კომენტარები