ამინდი

როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალამდე, საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება შენარჩუნდება. ეს კი, გამოიწვევს ჰაერის ტემპერატურის დაკლებას და წვიმას (ზოგ ადგილას ძალიან ძლიერს).

ამასთან, სააგენტოს ცნობითვე, მაღალმთიან ზონაში ზოგან ითოვებს და ქარბუქი იქნება, დასავლეთის მიმართულებით ძლიერი, დროგამოშვებით კი, ძალიან ძლიერი ქარი დაფიქსირდება. ხოლო ზღვაზე, ძლიერი შტორმია მოსალოდნელი. 

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები