არჩევნები 2017

"შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა" - ევროპული საქართველო ზუგდიდში აქციას გამართავს

ევროპული საქართველო


ევროპული საქართველოს ზუგდიდის მერობის კანდიდატის განცხადებით, 17 ოქტომბერს პარტია ზუგდიდში აქცია მსვლელობას - "შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა" გამართავს, სადაც მავნებელთან ბრძოლაში ხელისუფლების უმოქმედებას გააპროტესტებს.

"ბიუჯეტის პროექტის განხილვამ ცხადყო, რომ ხელისუფლებას წარმოდგენა არ აქვს იმ ზარალზე, რაც რეალურად მიადგა მოსახლეობას. ამიტომ ევროპული საქართველო, მოსახლეობასთან ერთად მოაწყობს აქცია -  მსვლელობას "შევცვალოთ ფაროსანა მთავრობა", რათა გააპროტესტოს მთავრობის უმოქმედობა და ძალიან ხმამაღლა გააგონოს დაყრუებულ ხელისუფლებას ხალხის ხმა. შევიკრიბოთ 17 ოქტომბერს, მეორე საჯარო სკოლის მიმდებარედ, საპროტესტო მსვლელობა დაიწყება ამ ადგილიდან და დასრულდება მერიასთან, სადაც გაჟღერდება "ევროპული საქართველოს" მთავარი მოთხოვნა", - განაცხადა ქებურიამ.

მისი ინფორმაციით, ევროპული საქართველო ფაროსანასგან დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის მოთხოვნით დიდი ხანია იბრძვის საკანონმდებლო ორგანოში და შესაბამისი მოთხოვნით 4100 ხელმოწერა მთავრობის კანცელარიაში უკვე წარდგენილია.

ევროპული საქართველო აქციას ზუგდიდში 17 ოქტომბერს, 16:00 საათზე გამართავს,. მსვლელობა მე-2 საჯარო სკოლის მიმდებარედ დაიწყება და დასრულდება მერიასთან, სადაც პარტიის მთავარი მოთხოვნა გაჟღერდება.

კომენტარები