ამინდი

"წვიმა, ქარი, შტორმი" - 15-17 ოქტომბერს, საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება. მიზეზი ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა.

მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, წვიმა, ელჭექი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ზოგ მაღალმთიან ზონაში თოვლი მოვა, ხოლო ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

"ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს" - აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

კომენტარები