ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

usnews.com

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ცოლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და  1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 2 სექტემბერს, დაახლოებით 23:30 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კ.ს-მ ეჭვიანობის ნიადაგზე 14 წლის შვილის თანდასწრებით მეუღლეს სცემა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა და ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო“.

სამართალდამცველებმა კ.ს 3 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) ჰქონდა წარდგენილი.

კომენტარები