წმიდა სინოდი

სინოდმა სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებული ეპისკოპოსი მონასტერში გაამწესა

მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა

მიტროპოლიტს,რომელმაც ეპარქია არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდების გამო დატოვა და რომელიც ბოლო დრომდე რუსეთში იმყოფებოდა, წმიდა სინოდმა მღვდელმოქმედების უფლება აღუდგინა და დახმარებაც დაუნიშნა.

სინოდის 11 ოქტომბრის ოქმში ვკითხულობთ:

ა)მიტროპოლიტი სერაფიმე გამწესდეს მამათა მონასტერში და აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება;

ბ) მიტროპოლიტ სერაფიმეს საქართველოს საპატრიარქოდან დაენიშნოს ყოველთვიური ფინანსური დახმარება.

მიტროპოლიტ სერაფიმეს, ბორჯომში მცხოვრები არასრულწლოვანი გოგონას ოჯახი მოზარდზე სექსუალურ ძალადობაში სდებდა ბრალს. ოჯახის ბრალდებების მიუხედავად, გამოძიება არ დაწყებულა

წაიკითხეთ ვრცლად აქ და აქ.

კომენტარები