ენმ-ის აქცია

ქუცნაშვილი: არა მგონია, კაცებზე გადაძრომა დეპუტატისთვის შესაფერისი საქციელი იყოს

როცა ის პოლიტიკური ჯგუფი ითხოვს იმ სხდომაში მონაწილეობას, რომელ პოლიტიკურ ჯგუფსაც საკრებულოში ფრაქცია ჰყავს, ლოგიკური შეკითხვა ისმის - შენს ფრაქციას არ ენდობი? შენი ფრაქცია ვერ დასვამს შეკითხვებს, რომელიც შენ გაინტერესებს? თუ მიგაჩნია, რომ რადგან კანდიდატი ხარ, ამის გამო ან კაცებს უნდა გადააძვრე თავზე, ან ტრიბუნაზე უნდა მივარდე და წამყვანს მიკროფონი გამოსტაცო? თუ ეს პოლიტიკური ჯგუფი საკუთარ ფრაქციას არ ენდობა განაცხადოს, რომ “ ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ ფრაქციას არ ენდობა. კაცებზე გადაძრომა და მიკროფონის გამოგლეჯვა არამგონია, პარლამენტის წევრის შესაფერისი საქციელი იყოს.

პირველი არხის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საკრებულოსთან ენმ-ის აქციაზე მომხდარი დაპირისპირება შეაფასა. ცნობისთვის, ოპოზიციონერი დეპუტატები პოლიციამ საკრებულოში არ შეუშვა, რის შემდეგაც, ენმ-ის წევრმა თინა ბოკუჩავამ შენობაში შესვლა ჯებირზე გადასვლით სცადა. აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას, ენმ-ის რვა წევრი და მხარდამჭერი დააკავეს.

კომენტარები