არჩევნები 2017

უწყებათაშორისი ბაღების გამგეებს: სამუშაო დროს თავი შეიკავეთ პოლიტ. აგიტაციისგან

იუსტიციის სამინისტრო

უწყებათაშორისმა კომისიამ საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებისა და საჯარო სკოლებისა და ბაღების თანამშრომელბისათვის რეკომნედაციები გამოსცა. კომისია მოუწეოდებს მათ  სამუშაო დღის განმავლობაში, მათ შორის, შესვენებისას ან სამსახურებრივი მვალეობის შესრულებისას, თავი შეიკავონ პოლიტიკური აგიტაციისგან, მათ შორის, სოციალურ ქსელებში და მაქსიმალურად გამიჯნონ პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან.

„რესურსცენტრების ხელმძღვანელებმა, საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებმა სასწავლო პროცესის პოლიტიზების თავიდან აცილების მიზნით სამუშაო დღის განმავლობაში, მათ შორის, შესვენებისას ან სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას, თავი შეიკავონ პოლიტიკური აგიტაციისგან, მათ შორის, სოციალურ ქსელებში, ასევე, მათი აღსაზრდელების/მოსწავლეების წინასაარჩევნო პროცესებში ჩართვისაგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა საარჩევნო პოლიტიკური პროცესებისგან.“ - წერია გავრცელებულ რეკომენდაციაში.

შეგახსენებთ, რომ სტუდია მონიტორმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, საჯარო ბაღების დირექტორები "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის მხარდამჭერთა სიებს აგროვებენ. ინფორმაცია მონიტორთან რამდენიმე ბაღის დირექტორმაც დაადასტურა. თითოეულ მათგანს 100-დან 200-მდე ადამიანისგან შემდგარი სიის შედგენა და ბაღების სააგენტოში მიტანა დაევალა. სტუდია "მონიტორის" წყაროს ცნობით, დირექტორებმა კალაძის მხარდამჭერთა სია ახლობლების და მეგობრების მეშვეობით შეადგინეს და სააგენტოში წარადგინეს. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, დავალება ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ნიკოლოზ თოდრაძემ გასცა. თავად თოდრაძე ინფორმაციას უარყოფს. 

ინფორმაციას ამის შესახებ უარყოფს თავად თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე. 

კომენტარები