საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვა: აზარტული თამაშებისა და ნარკოტიკების მოხმარებისთვის 70 პირი დავითხოვეთ

თავდაცვის სამინისტრო

ორ წელიწადში საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან და შეირაღებული ძალებიდან ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და აზარტული თამაშებისთვის 70 პირი გაათავისუფლეს.

ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 2016 წლის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტზე 43 პირი გამოვლინდა, რომელთაგან 36 დაითხოვეს. 2017 წლის 28 სექტემბრამდე კი 45 პირი, რომელთაგან 33 დაითხოვეს. 

რაც შეეხება აზარტულ თამაშებს, 2016 წელს დისციპლინული დარღვევის ოქმი შედგა 15 პირის მიმართ, რომელთაგან ერთი დაითხოვეს, 2017 წლის განმავლობაში კი ოქმი შედგა 11 ადამიანის მიმართ.

IPN წერს, რომ თავდაცვის სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის მონაცემების მიხედვით აქვეყნებს.

კომენტარები