თურქეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავიზო სერვისების ნაწილი შეაჩერეს

Reuters

თურქეთმა და აშშ-მა სავიზო სერვისების ნაწილი შეაჩერეს.

"უკანასკნელმა მოვლენებმა აიძულა თურქეთის მთავრობა გადააფასონ ამერიკის შეერთებული შტატების ვალდებულებები თურქული მისიის ობიექტებისა და პერსონალის უსაფრთხოების მიმართ." "იმისათვის, რომ შეფასების პროცესში აშშ-ში ჩვენს დიპლომატიურ და საკონსულო მისიებში ვიზიტორთა რიცხვი მინიმუმამდე შევამციროთ, ჩვენ შევაჩერეთ ყველანაირი სავიზო სერვისები აშშ-ის მოქალაქეებისათვის აშშ-ში ჩვენს დიპლომატიურ და საკონსულო მისიებში." ნათქვამია ვაშინგტონში თურქეთის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

თურქული მხარის გადაწყვეტილება ანკარაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ მსგავსი განცხადების გაავრცელებას მოჰყვა სადაც აღნიშნულია, რომ შეჩერებულია "თურქეთში აშშ-ის ყველა დიპლომატიურ ობიექტზე ყველანაირი არა-საიმიგრაციო სავიზო სერვისები."

გადაწყვეტილება აშშ-მა მას შემდეგ მიიღო, რაც სტამბოლში აშშ-ის საკონსულოს თანამშრომელი ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.

ოფიციალურმა ვაშინგტონმა ამ ქმედებას უსაფუძვლო და ორმხრივი ურთიერთობებისათვის საზიანო უწოდა.

კომენტარები