NATO- საქართველო

10 ოქტომბერს საქართველოში ჯეიმს აპატურაი ჩამოვა

ტაბულა

საქართველოს 10 ოქტომბერს NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შეხვდება, ასევე მონაწილეობას მიიღებს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში, რომელიც ბათუმში გაიმართება.

"ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას განვიხილოთ როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, კიდევ ერთეხლ მივიღოთ ის პრინციპული მხარდაჭერა რაც გვაქვს დღემდე და მომავალშიც გვექნება NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისგან",- საზოგადოებრივ მაუწყებელთან ამბობს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. 

კომენტარები