მიწისძვრა იაპონიაში

იაპონიაში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

thesun

იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ფუკუშიმადან 300 კილომეტრში დაფიქსირდა. ინფორმაცია დაშავებულთა და ნგრევის შესახებ, ამ დრომდე არ ვრცელდება. ექსპერტების თქმით, ცუნამის საშიშროება არ არსებობს.

ბოლო ორი კვირის მანძილზე ეს უკვე რიგით მეორე მიწისძვრაა იაპონიაში.

კომენტარები