მიწისძვრა იაპონიაში

იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 168-მდეა გაზრდილი

Sky News

იაპონიის მთავრობის ცნობით, 1-ელ იანვარს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 168-მდე გაიზარდა. მძლავრ მიწისძვრას მოჰყვა ცუნამის ტალღა და ტურისტულ მხარეში ხანძრის გაჩენა.

სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს ხელს უშლიდა განმეორებითი ბიძგები. 

მიწისძვრის შედეგად დაშავდა 665 და დაიკარგა 323 ადამიანი.

მიწისძვრის სიმძლავრემ 7.6 ბალს მიაღწია. სტიქიური უბედურების ეპიცენტრი ზღვაში, იშიკავას პრეფექტურასთან მახლობლად იყო. 

კომენტარები