არჩევნები 2017

პაოლო მალდინი: ლეგენდები თბილისში კახა კალაძისთვის

instagram.com/paolomaldini

მილანის ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ საკუთარ ინსტაგრამზე საქველმოქმედო მატჩის შემდეგ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც შემდეგნაირად დაასათაურა:

"ლეგენდები თბილისში კახა კალაძისთვის"

Legends in Tblisi for Kakha Kaladze

A post shared by Paolo Maldini official (@paolomaldini) on

აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული ფეხბურთელები საქართველოში ადგილობრივი თვითმმრთველობის არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვით ადრე ჩამოვიდნენ. მათგან უმრავლესობა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის ყოფილი თანაგუნდელია. მატჩში თავად კალაძეც მონაწილეობდა.

"იურიდიულად იდგა საკითხი, შეიძლებოდა თუ არა მონაწილეობა მიმეღო 29 სექტემბერს დაგეგმილ მატჩში, რადგან ვაწარმოებ საარჩევნო კამპანიას. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ მივიღებ მონაწილეობას. ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია, თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე, ეს სწორედ ფეხბურთის დამსახურებაა."- განმარტა კახა კალაძემ.

29 სექტემბერს გამართულ თამაშში ადმინისტრაციული რესურსის, აგიტაციის წესების დარღვევისა და უკანონო შემოწირულობის გამოყენების რისკებზე საუბრობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“.

„მომიკითხეთ“ – ასეთი კომენტარი გააკეთა კახა კალაძემ ISFED-ის შეფასებაზე, იმის შესახებ რომ მატჩში მისი მონაწილეობით შესაძლოა საარჩევნო კოდექსი დაირღვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფეხბურთის ფედერაცია არ ასაჯაროებს, რა დაჯდა კალაძის და ვარსკვლავების თამაშის ორგანიზება. 

კომენტარები