ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ველური ბუნება

ფოტოგრაფის პასუხი - რეალური ისტორია ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებული ფოტოს უკან

ხუთშაბათი, 5 ოქტომბერი, 2017 - 12:13
ელისონ ბათიგიგი
tbl.ge/2jie
დაკოპირდა
პრაქტიკის დღეელისონ ბათიგიგი
სასიკვდილო თამაშიელისონ ბათიგიგი
სასიკვდილო მოთამაშეებიელისონ ბათიგიგი
დახრჩობაელისონ ბათიგიგი
მოკვლის დროაელისონ ბათიგიგი
სიკვდილი სადილიაელისონ ბათიგიგი

"ეს საშინელება იყო. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ დაიწყო" - ასე ეხმაურება ფოტოგრაფი ელისონ ბათიგიგი თავის მიერ გადაღებულ ფოტოს, რომელიც ინტერნეტში არასწორი ინტერპრეტაციით ვირუსულად გავცელდა. ფოტოზე ასახულია, როგორ ნადირობენ გეპარდები იმპალაზე. სოციალურ მედიაში ინფორმაცია ისე გავრცელდა, თითქოს, იმპალამ გეპარდებისთვის თავის შეთავაზებით თავისი ნუკრები სიკვდილისგან იხსნა. 

თუკი ცრემლები მოგადგათ, როცა წაიკითხეთ ისტორია იმაზე, თუ როგორ შესთავაზა დედა იმპალამ საკუთარი თავი გეპარდებს, რათა გადაერჩინა თავისი ნუკრების სიცოცხლე და ამის შემდეგ, როგორ იტანჯებოდა ფოტოგრაფი დეპრესიით, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ თქვენ სხვადასხვა ყალბი Facebook გვერდების მსხვერპლი გახდით.

dnaindia.com დაუკავშირდა ფოტოგრაფ ელისონ ბატიგიგს და შეატყობინა, რომ მისი ფოტოს ირგვლივ გავრცელებული ყალბი ისტორია ინტერნეტში სულ უფრო და უფრო მეტად ვირუსული ხდებოდა. ფოტოგრაფმა გამოცემას 2013 წელს გადაღებული სრული ფოტოისტორია გაუგზავნა.

"დეპრესია არ მქონია - ეს არის ტყუილი, რომელიც ადამიანებმა იმისთვის მოიგონეს, რომ უფრო მეტი ლაიქები დაეგროვებინათ მათ გვერდებზე. ადამიანები მუდმივად იპარავენ ფოტოებს ყურადღების მისაპყრობად, მაგრამ ეს ძალიან უხეში და მტკივნეული იყო,"- თქვა ფოტოგრაფმა.

როდესაც მას ჰკითხეს, იცოდა თუ არა, რომ ფოტო, რომლის წყალობითაც არაერთი ჯილდო მოიპოვა, ინტერნეტში ვირუსული გახდა, მან უპასუხა:

"დიახ, ვიცი. ათასობით ადამიანი მიგზავნის შეტყობინებებს ჩემს ყალბ "დეპრესიაზე" და იმაზე, თუ რატომ არ გადავარჩინე ირემი. ეს საშინელება იყო. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ დაიწყო ეს, მინდა, რომ ვიცოდე".

ბათიგიგმა მოგვიანებით პოსტიც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში, სადაც ფოტოს გადაღების სრული ისტორია მოყვა. 

"მე ვესწრებოდი გეპარდების ნადირობას 2013 წლის სექტემბერში კენიაში. ნარაშა, დედა გეპარდი, თავის ბოკვერებს ასწავლიდა, როგორ უნდა მოეკლათ მსხვერპლი. როგორღაც, ისინი ნელა ითვისებდნენ და მოკვლის ნაცვლად, უფრო მეტად ეთამაშებოდნენ დატყვევებულ მსხვერპლს. ნარაშა, გეპარდების დედა, ისაა, რომელიც ყველა ფოტოში ყელზე წვდება იმპალას. ბოკვერები ითვისებდნენ ისეთ უნარებს, როგორიცაა მსხვერპლის დადევნება და მასზე შესხლტომა, რასაც სწორად აკეთებდნენ, მაგრამ ისინი ვერ ხვდებოდნენ, როგორ დაეხრჩოთ იმპალა ეფექტიანად. 

რაც ამ ფოტოში არაჩვეულებრივია, ისაა, თუ როგორი მშვიდია იმპალა ასეთ ვითარებაშიც. ის, სავარაუდოდ, შოკშია და, ამასთან, პარალიზებულია შიშით. ემოციურია ის, თუ რა პოზაში დგას ის ზოგიერთ ფოტოში, განსაკუთრებით კი მე-6-ში, სადაც ბოლომდე ახერხებს, დარჩეს ლამაზი და ამაყი. დაუმორჩილებლობა მის თვალებში კონტრასტულია მის ქცევასთან, რადგან ის საერთოდ არ ცდილობს თავის დახსნას. ამან მომცა საშუალება, რომ გადამეღო ნადირობის უნიკალური ფოტოები, სადაც ისინი მთელი თავისი გრაციოზულობით ჩანან. მე მინდოდა, რომ ფოტოს მნახველს თანაგრძნობა გასჩენოდა იმპალას მიმართ და, ამასთან, ჩემთან ერთად ყოფილიყო ამ უჩვეულო მკვლელობის ემოციური ბუნება. 

საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც მეგონა, რომ მთელი მარადისობა გავიდა (არადა, სულ რაღაც რამდენიმე წუთი გრძელდებოდა), გეპარდების დედამ იმპალა თავის ბუნაგში წაიღო და კატებმა კარგი სადილით ისიამოვნეს". 

გთავაზობთ ფოტოგალერეას, სადაც ნადირობა სრულადაა ასახული:

ფოტოგრაფიაიმპალაგეპარდებინადირობაველური ბუნება

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 2 ოქტომბერი, 2023 - 23:54კანადის ეროვნულ პარკში დათვმა ორი მოლაშქრე და მათი ძაღლი მოკლა
  • კვირა, 29 დეკემბერი, 2019 - 16:01მსოფლიოს უხუცესი შავი მარტორქა გარდაიცვალა
  • სამშაბათი, 22 ოქტომბერი, 2019 - 23:53მსოფლიოს ყველაზე ხმამაღალი ფრინველი - თეთრი Bellbird-ი
  • კვირა, 7 აპრილი, 2019 - 15:15 სამხრეთ აფრიკაში სპილოს მიერ მოკლული ბრაკონიერი ლომებმა შეჭამეს
  • ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2019 - 12:33ციყვები, თახვები, მელიები - ავსტრალიელი ფოტოგრაფის სახალისო ფოტოები

კომენტარები

ბოლო სიახლეები

თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა – მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 03:10

თბილისში, მტკვარში ავტომობილი გადავარდა – მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 00:47

აშშ-მ ირანს ახალი სანქციები დაუწესა

რუბიო: ტრამპის მარშრუტს სომხეთის ეკონომიკის ძალიან ძლიერი ტრანსფორმაცია შეუძლია
სამშაბათი, 2 ივნისი, 2026 - 23:09

რუბიო: ტრამპის მარშრუტს სომხეთის ეკონომიკის ძალიან ძლიერი ტრანსფორმაცია შეუძლია

არცერთი პროდუქტი არ დარჩება, ისინი უკვე სხვა ბაზრებზე გადის ექსპორტზე - ფაშინიანი
სამშაბათი, 2 ივნისი, 2026 - 20:59

არცერთი პროდუქტი არ დარჩება, ისინი უკვე სხვა ბაზრებზე გადის ექსპორტზე - ფაშინიანი

რუსეთი სომხეთს შეზღუდვებს კარტოფილის, ბადრიჯნის, ჩირისა და ბროწეულის იმპორტზეც უწესებს
სამშაბათი, 2 ივნისი, 2026 - 20:10

რუსეთი სომხეთს შეზღუდვებს კარტოფილის, ბადრიჯნის, ჩირისა და ბროწეულის იმპორტზეც უწესებს

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5თბილისში ავარიას კურიერი ემსხვერპლა

ბოლო ვიდეო

აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)
პარასკევი, 29 მაისი, 2026 - 07:24აშშ-ში ჯეფ ბეზოსის კომპანია Blue Origin-ის რაკეტა გამშვებ პლატფორმაზე გამოცდისას აფეთქდა (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში