გზების დეპარტამენტი

თუშეთის მიმართულებით მოძრაობა აკრძალულია - ტურისტები უკან ვერ ბრუნდებიან

გზების დეპარტამენტი

თუშეთის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა ისევ აკრძალულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი თოვლი და ნისლია. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ30-კმ50 მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზის კმ1-კმ29 და კმ51-კმ72 მონაკვეთებზე დაშვებულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

"კონტრაქტორი კომპანიის მიერ ადგილზე მობილიზებულია ყველა სახის საჭირო მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს საავტომობილო მიმოსვლის აღდგენა" - აცხადებს გზების დეპარტამენტი.

უამინდობის გამო, თუშეთში ჩარჩენილი ტურისტები უკან დაბრუნებას ვერ ახერხებენ. მათ შორის ერთს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მას შიდა სისხლდენა აღენიშნება. გამოძახებულია სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადა, რომელიც, სავარაუდოდ, გზის გაწმენდამდე ვერ მივა თუშეთში.

კომენტარები