ხელოვნება

საფრანგეთში, სავარაუდოდ, და ვინჩის მიერ დახატული შიშველი მონა ლიზა აღმოაჩინეს

Forbes

საფრანგეთში, სავარაუდოდ, და ვინჩის მიერ დახატული შიშველი მონა ლიზა აღმოაჩინეს. ნახატს ფრანგი მეცნიერები შეისწავლიან. სურათი დასათაურებულია, როგორც “Jaconde Nue” და “Monna Vanna” და მასზე გამოსახული ქალი, რომელიც ძალიან ჰგავს მონა ლიზას, წელს ზემოთ შიშველია.

მეცნიერების რწმენით, ნახატი, ნაწილობრივ მაინც, და ვინჩის მიერაა შესრულებული, თუმცა ექსპერტთა აზრი ორად იყოფა. ნაწილი მიიჩნევს, რომ შიშველი მონა ლიზა და ვინჩის მოსწავლეებმა შექმნეს და მხატვარი უბრალოდ მოწაფეებს დაეხმარა. ნაწილის აზრით, კი ახლადაღმოჩენილი ტილო ლუვრში განთავსებული ცნობილი პორტრეტის შექმნამდე დახატული ესკიზია.

ექსპერტმა ბრუნო მოტინმა გამოცემა “ლე პერიზიენს“ უთხრა, რომ ნახატის გარკვეული ნაწილები მარჯვენა ხელით არის დახატული და აღნიშნა, რომ ლეონარდო და ვინჩი ცაცია იყო.

ლუვრის კურატორები თვლიან, რომ ამ ორ ნახატზე გამოსახულ ქალებს ყველაზე მეტად იდუმალი ღიმილი აერთიანებთ და იმედოვნებენ, რომ ნახატის შექმნის ნამდვილ ისტორიას ისინი მალე გამოარკვევენ.


ფოტო: Musee Conde

კომენტარები