მერლინ მენსონი

მერლინ მენსონს კონცერტის მიმდინარეობისას თავში დეკორაცია დაეცა

NME.com

მერლინ მენსონს ამერიკაში კონცერტის მიმდინარეობისას თავში დეკორაცია დაეცა. მსმენელების თქმით მომღერალი სცენაზე 15 წუთის განმავლობაში იწვა, საბოლოოდ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მენსონი სიმღერას Sweet Dreams-ს ასრულებდა, როდესაც ერთ-ერთ დეკორაციაზე აძრომისას საყრდენმა ყანყალი დაიწყო და ამის შედეგად დეკორაცია გამოდვარდა. მომღერალმა გონება დაკარგა. 

48 წლის მომღერალს სხეულის არეში რამდენიმე დაზიანება აღენიშნება. მან ამერიკაში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა. როგორც მენსონის გიტარისტმა საკუთარ ინსტაგრამზე დაწერა მომღერალი მალე დაგვიბრუნდება. 

კომენტარები