ამინდი

როდის გამოიდარებს საქართველოში

georgicatravel.ge

რამდენიმე დღეა საქართველოში ტემპერატურამ 5-6 გრადუსით დაიკლო, რაც ქვეყანაში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებას უკავშირდება. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზის მიხედვით, 29 სექტემბრიდან დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება.

მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, +13, +18 გრადუსია მოსალოდნელი.

1 ოქტომბრიდან კი ჰაერის ტემპერატურა 3 - 5 გრადუსით მოიმატებს.

კომენტარები