ჟურნალი Playboy

ჟურნალ Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

AP

ამერიკული ჟურნალის Playboy-ს დამფუძნებელი ჰიუ ჰეფნერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცის Twitter-ზე, ჟურნალის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

Playboy-ს განცხადებით, ჰეფნერი  ლოს ანჯელესშისაკუთარ სახლში, "ბუნებრივი სიკვდილით" გარდაიცვალა. 

კაცების ყველაზე გაყიდვადი ჟურნალი Playboy ჰიუ ჰეფნერმა 1953 წელს დააარსა. ჟურნალის პირველი ნომრის გარეკანზე მერილინ მონრო იყო აღბეჭდილი.

2015 წლის მეორე ნახევარში Playboy-მ გადაწყვიტა, შიშველი ფოტოები აღარ გამოექვეყნებინა, თუმცა, ეს დროებითი აღმოჩნდა.

კომენტარები