ჟურნალი Playboy

ჟურნალი Playboy შიშველი ქალების ფოტოებს აღარ გამოაქვეყნებს

ჟურნალი Playboy შიშველი ქალების ფოტოებს აღარ გამოაქვეყნებს. როგორც ყოველთვიური გამოცემის ამერიკელი მფლობელები ამბობენ, ინტერნეტმა სიშიშვლე მოძველებულად აქცია და პორნოგრაფიული ჟურნალები კომერციულად მომგებიანი აღარ არის.

მფლობელები ამბობენ, რომ ჟურნალი კვლავ გააგრძელებს ქალის პროვოკაციულ პოზებში წარმოჩენას, თუმცა, ისინი სრულიად შიშვლები აღარ იქნებიან.

Playboy-ის ტირაჟი გასულ წელს 800 000-მდე დაეცა, მაშინ, როდესაც 1970 წელს 5.6 მილიონი იყო.

პირველად Playboy 1953 წელს გამოვიდა, რომლის გარეკანზეც მერილინ მონრო იყო აღბეჭდილი.

 

კომენტარები