კრიმინალი

შარტავას ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

Getty Images

თბილისში, შარტავას ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო.

უწყების პრესსამსახურში ტაბულას მხოლოდ ის უთხრეს, რომ მამაკაცი პოლიციელი არ იყო. გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შსს ამ დროისთვის არ საუბრობს.

"დამატებით ინფორმაციას მალე მოგაწვდით", - ამბობენ უწყებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

განახლება: შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი გარდაცვლილი არ არის. 
"პირველადი მონაცმეები შევიდა, რომ გარდაცვლილი იყო, ბოლო ინფორმაციით, ცოცხალია და რეანიმაციაშია გადაყვანილი", - აცხადებენ უწყებაში

კომენტარები